logo_geo
საფრანგეთის ქალაქ ნანტის საკათედრო ტაძარში ხანძარია
- +

18 ივლისი. 2020. 12:42

 

 

საფრანგეთის ქალაქ ნანტის საკათედრო ტაძარში ხანძარია. ადგილობრივი მედიის ცნობით, ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში 60-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი მონაწილეობს. ჯერ უცნობია, რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.

 

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ ტაძრის გოთიკური სტილის შენობიდან ძლიერი კვამლი გამოდის.

 

ტელეკომპანია BFM TV-ის ცნობით, სახანძრო სამსახური ნანტის ტაძარში ადგილობრივი დროით დაახლოებით დილის 07:44 საათზე გამოიძახეს.

 

ნანტში მდებარე პეტრე-პავლეს სახელობის ტაძრის მშენებლობა 1434 წელს დაიწყო და 457 წელი გრძელდებოდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ნანტის საკათედრო ტაძარში ცეცხლი გაჩნდა. 1972 წელს ხანძარმა შენობის სახურავი დააზიანა, რის გამოც მის რესტავრაციას სამი წელი დასჭირდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი