logo_geo
აიშვარია რაი კორონავირუსის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებულია
- +

18 ივლისი. 2020. 13:16

 

ცნობილი ინდოელი მსახიობი, ბოლივუდის ვარსკვლავი აიშვარია რაი კორონავირუსის დიაგნოზით ჰოსპიტალიზებულია. ის მუმბაის ნანავატის საავადმყოფოში მკურნალობს. საავადმყოფოში იმყოფება მსახიობის ქალიშვილიც აარადიაც.

 

მანამდე ვირუსი დაუდგინდათ აიშვარია რაის ქმარსა და მამამთილს, რომლებიც უკვე ერთი კვირაა ჰოსპიტალში მკურნალობენ.

 

აბჰიშეკ ბაჩჩანი და ამიტაბჰ ბაჩჩანი ასევე ბოლივუდის ცნობილი მსახიობები არიან.

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში ინდოეთში კორონავირუსის 34 884 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 671 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი