logo_geo
სომხეთი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის არმიის სამი ტანკი გაანადგურა
- +

19 ივლისი. 2020. 01:57

 

 

 

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის არმიის სამი ტანკის განადგურებაზე იტყობინება.

 

უწყების პრესსპიკერის, შუშან სტეფანიანის განცხადებით, ტანკები სომხური წარმოების სპეციალური დანიშნულების დამრტყმელმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა გამოიყვანა მწყობრიდან.

 

მისივე ინფორმაციით, თითქმის ექვსდღიანი ბრძოლის შემდეგ, აზერბაიჯანულ მხარეს ფრონტის ხაზიდან დაზიანებული ჯავშანტექნიკა გაჰყავს.

 

შეტაკებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიწყო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. აზერბაიჯანმა საბრძოლო მოქმედებებისას 12 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. სომხური მხარე კი 4 გარდაცვლილის და 36 დაშავებულის შესახებ იტყობინება. ოფიციალური ბაქოს მტკიცებით, სომხურმა მხარემ ცოცხალი ძალის გაცილებით დიდი დანაკარგი განიცადა, რასაც მალავს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი