logo_geo
რომის პაპმა საერთაშორისო თანამეგობრობას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის მოგვარებაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა
- +

19 ივლისი. 2020. 19:29

 

 

რომის პაპი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტს გამოეხმაურა. ამის შესახებ Vatican News-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, პაპმა ფრანცისკემ შესაბამისი განცხადება ტრადიციული საკვირაო მიმართვის დროს გააკეთა. მან კავკასიის რეგიონში კონფლიქტის გამო შეშფოთება გამოთქვა და საერთაშორისო თანამეგობრობას პროცესის დარეგულირებაში ჩართვისკენ მოუწოდა.

 

მან იმედი გამოთქვა, რომ ერევანსა და ბაქოს შორის ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებას დიალოგი უზრუნველყოფს, რომელშიც საერთაშორისო თანამეგობრობამ აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს.

 

მისივე თქმით, პანდემიის პირობებში ყველანაირი შეიარაღებული კონფლიქტი უნდა შეწყდეს, რათა ჰუმანიტარულ ორგანიზაციებს გაჭირვებულების დახმარების საშუალება ჰქონდეთ.

 

შეტაკებები სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 12 ივლისს დაიწყო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. აზერბაიჯანმა საბრძოლო მოქმედებებისას 12 სამხედრო მოსამსახურე დაკარგა. სომხური მხარე კი 4 გარდაცვლილის და 36 დაშავებულის შესახებ იტყობინება. 18 ივლისს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე საერთაშორისო მონიტორინგის დაწესების ინიციატივით სომხეთის პრეზიდენტი ნიკოლ ფაშინიანი გამოვიდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი