logo_geo
პაკისტანის სასამართლომ ისლამაბადის ერთადერთი სპილოს ნაკრძალში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო
- +

20 ივლისი. 2020. 01:24

 

 

პაკისტანის სასამართლომ ქვეყნის დედაქალაქ ისლამაბადის ზოოპარკში მცხოვრები ერთადერთი სპილოს ნაკრძალში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, აზიურ სპილოს სახელად კაავანი კამბოჯის ერთ-ერთ ნაკრძალში გადაიყვანენ, სადაც მას 80-ზე მეტ სპილოსთან ურთიერთობის საშუალება ექნება. კაავანის გათავისუფლებას აქტივისტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ითხოვდნენ, მათ შორის იყო ამერიკელი მომღერალი შერიც. პეტიციამ ცხოველის გათავისუფლების შესახებ 400 ათასზე ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.

 

აქტივისტები აღნიშნავდნენ, რომ სპილოს ზოოპარკში სათანადო პირობები არ აქვს, ის ხშირად ჯაჭვით არის მიბმული, იმის გამო კი, რომ სხვა ცხოველებთან კონტაქტი არ აქვს, ის ძლიერ ფსიქოლოგიურ სტრესს განიცდის.

 

ისლამაბადის ზოოპარკში სპილოს ჯაჭვით დაბმას უარყოფენ, სტრესს კი 2012 წელს, მისი პარტნიორის გარდაცვალებას უკავშირებენ. კაავანი ისლამაბადში შრი-ლანკიდან, ჯერ კიდევ 1985 წელს ჩაიყვანეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი