logo_geo
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კაპიტოლიუმის შენობაში კონფედერატების ძეგლების დემონტაჟის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა
- +

23 ივლისი. 2020. 11:32

 

 

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ კაპიტოლიუმის შენობაში კონფედერატების ძეგლების დემონტაჟის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა.

 

კანონპროექტს, რომლის ინიციატორიც პალატის სპიკერი ნენსი პელოსია, 305-ხმით 113-ის წინააღმდეგ დაუჭირეს მხარი. ახლა დოკუმენტს კენჭი სენატში უნდა უყარონ, რის შემდეგაც ის ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნება.

 

ძეგლების მასიურად დაზიანება და დემონტაჟი აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა, რომელიც სამართალდამცველის მიერ ძალის გადამეტებას ემსხვერპლა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი