logo_geo
აშშ-ში 24 საათში კორონავირუსის 68 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

24 ივლისი. 2020. 15:04

 

 

აშშ-ში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 68 663 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4 038 748-მდე გაიზარდა, - შესაბამის მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.

 

ამავე მონაცემების თანახმად, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში COVID-19-ს კიდევ 1 114 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 144 304-ს მიაღწია.

 

ცნობისათვის, როგორც კოვიდ-ინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზე დგას მსოფლიოში.

 

 

big_banner
არქივი