logo_geo
კორონავირუსით ინფიცირებულმა მელ გიბსონმა ერთი კვირა კლინიკაში გაატარა
- +

24 ივლისი. 2020. 14:35

 

 

 

ცნობილი ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი მელ გიბსონი ახალი კორონავირუსით იყო ინფიცირებული. ამის შესახებ „დეილი ტელეგრაფი“ წერს.

 

როგორც მედიასაშულება იუწყება, წარმოშობით ავსტრალიელმა, 64 წლის გიბსონმა, აპრილში ერთი კვირა კლინიკაში გაატარა.

 

COVID-19 მას ტესტის ჩატარების შემდეგ დაუდგინდა.

 

„საავადმყოფოში ყოფნის დროს გიბსონი „რემდესივირით“ მკურნალობდა. შემდეგ ტესტებმა არაერთხელ აჩვენეს უარყოფითი პასუხი, ასევე გიბსონს დაუდასტურდა ანტისხეულების არსებობაც“, – განაცხადა მსახიობისა და რეჟისორის წარმომადგენელმა.

 

 

big_banner
არქივი