logo_geo
ეპიდავრის უძველეს თეატრში ღია ცის ქვეშ წარმოდგენების გამართვა განახლდა
- +

25 ივლისი. 2020. 15:59

 

 

საბერძნეთში, ეპიდავრის უძველეს თეატრში წარმოდგენები განახლდება. ღია ცის ქვეშ რამდენიმე წარმოდგენა ისევ დაიდგმება.

 

ასევე, თეატრის 2300-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად ეპიდავრის სცენაზე მიმდინარე წარმოდგენა პირდაპირ ეთერში გაშუქდება.

 

საბერძნეთის მასშტაბით COVID-19-ის გამო, კონცერტები და ღონისძიებები ძირითადად გადაიდო, თუმცა, როგორც „გარდიანი“ წერს, ქვეყნის კულტურის სამინისტრომ ეპიდავრის თეატრში, რომელიც პელოპონესის სამხრეთით მდებარეობს, ღონისძიებების ჩატარება დაუშვა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი