logo_geo
დონალდ ტრამპი: ხელი მოვაწერე კანონს, რომლითაც მედიკამენტების ფასები მცირდება
- +

25 ივლისი. 2020. 18:51

 

 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ტვიტერში“ გამოეხმაურა მის მიერ მიღებულ ახალ კანონპროექტს, რომლის მეშვეობითაც ქვეყანაში მედიკამენტების ფასები საგრძნობლად შემცირდება.

 

„გუშინ ხელი მოვაწერე ზომებს, რომლებიც პრეპარატების ფასებს ხშირ შემთხვევაში 50%-ზე მეტით შეამცირებს. აქამდე მსგავსი რამ ვერ ხერხდებოდა, რადგან „ბიგ ფარმა“, მისი უზარმაზარი გავლენის მეშვეობით, ამას არ უშვებდა. ძვირადღირებული ინსულინის მაღალი ფასი ახლა ძალიან დაბალია. ეპი-პენების გაბერილი ფასი  უაღრესად შემცირდა. ასეთი რამ ჩვენს მოქალაქეებს ჯერ არ უნახავთ, განსაკუთრებით კი, ხანდაზმულებს. დაიმახსოვრეთ თქვენი საყვარელი პრეზიდენტი“, – წერს ტრამპი „ტვიტერზე“.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი