ბრაზილიის პრეზიდენტი ახალი კორონავირუსისგან განიკურნა, - ამის შესახებ ინფორმაცია თავად ბოლსონარომ Twitter-ზე გაავრცელა.
„პისიარ ტესტი სარს-კოვ 2-ზე: უარყოფითია, ყველას კარგ დღეს გისურვებთ“, - აღნიშნა ბრაზილიის პრეზიდენტმა.
7 ივლისს ბრაზილიის პრეზიდენტს კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა. კორონავირუსის დადასტურების შემდეგ კი მან განაცხადა, რომ ჰიდროქსიქლოროქინის მიღება დაიწყო.