„რუსეთის შორეული აღმოსავლეთის რეგიონებში გამართულ აქციებს ათასობით ადამიანი შეუერთდა. დემონსტრანტები ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას აკრიტიკებენ“, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ ხაბაროვსკელებს და ხაბაროვსკის ოლქის დაპატიმრებული გუბერნატორს, სერგეი ფურგალს. აქტივისტები აცხადებენ, რომ გუბერნატორის დაკავებას პოლიტიკური მოტივი აქვს საფუძვლად.
„პუტინი ბოროტმოქმედია“, „გადადექი“ - სკანდირებდნენ ისინი.
ოფიციალური უწყებები აცხადებენ, რომ აქციებს 6 500-მდე ადამიანი შეუერთდა, ზოგიერთი მედიასაშუალებისა და ოპოზიციონერი აქტივისტის განცხადებით კი, ქუჩაში 50 ათასამდე ადამიანი გამოვიდა.
სერგეი ფურგალს ბრალად 2004-2005 წლებში ბიზნესმენების მკვლელობების ორგანიზებას სდებენ. ის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერია.
2018 წელს ფურგალმა გუბერნატორის არჩევნებში პუტინის „ერთიანი რუსეთის“ კანდიდატი დაამარცხა.