ჰოლივუდის ოქროს ხანის მსახიობი, „ქარწაღებულნის“ ვარსკვლავი ოლივია დე ჰევილენდი 104 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას „The Hollywood Reporter“ ავრცელებს.
ოლივია დე ჰევილენდმა „ქარწაღებულში“ შეასრულა მელანია ჰამილტონ-უილკსის - სკარლეტ ო’ჰარას პირველი სიყვარულის ცოლის როლი.
1939 წელს გადაღებული ლეგენდარული ფილმის მონაწილეებიდან მხოლოდ დე ჰევილენდი მოესწრო იმ დროს, როცა „ქარწაღებულნის“ ჩვენება რასიზმის პროპაგანდის ბრალდებით აიკრძალა.