logo_geo
„ქარწაღებულნის“ ვარსკვლავი 104 წლის ასაკში გარდაიცვალა
- +

27 ივლისი. 2020. 12:03

 

 

ჰოლივუდის ოქროს ხანის მსახიობი, „ქარწაღებულნის“ ვარსკვლავი ოლივია დე ჰევილენდი 104 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას „The Hollywood Reporter“ ავრცელებს.

 

ოლივია დე ჰევილენდმა „ქარწაღებულში“ შეასრულა მელანია ჰამილტონ-უილკსის - სკარლეტ ო’ჰარას პირველი სიყვარულის ცოლის როლი.

 

1939 წელს გადაღებული ლეგენდარული ფილმის მონაწილეებიდან მხოლოდ დე ჰევილენდი მოესწრო იმ დროს, როცა „ქარწაღებულნის“ ჩვენება რასიზმის პროპაგანდის ბრალდებით აიკრძალა.

 

 

 

big_banner
არქივი