logo_geo
იტალიაში აღმოაჩინეს კუნძული, სადაც COVID-19-ით ინფიცირების შემთხვევა არ დაფიქსირდა
- +

27 ივლისი. 2020. 18:54

 

იტალიაში, კუნძულ ჯილიოს 800 მცხოვრებიდან კორონავირუსით ამ დრომდე არავინ დაინფიცირებულა. ამის შესახებ „fox news“ იუწყება.

 

მეცნიერებმა ამ ფაქტს ამოხსნა ვერ უპოვეს, რადგან მოსახლეობას აქვს კონტაქტი პორტის თანამშრომლებთან. კუნძულზე მხოლოდ ერთი ექიმია, რომელიც ამბობს, რომ კორონოვირუსის გარდა კუნძულზე სხვა ინფექციური დაავადებები დაფიქსირდა.

 

უცნაურია ისიც, რომ კუნძულზე კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების ჩასვლის ფაქტი დადასტურდა, თუმცა COVID-19-ით ჯილიოს მცხოვრებთაგან არავინ დაავადებულა.

 

კერძოდ, კუნძულზე თებერვალში კორონავირუსით ინფიცირებული 60 წლის კაცი ჩავიდა, ახლობლის დაკრძალვას დაესწრო და როდესაც ქალაქში დაბრუნდა, COVID-19-ით დაიღუპა.

 

რამდენიმე კვირის წინ, კუნძულზე, COVID-19-ით ინფიცირებული კიდევ სამი სტუმარი ჩავიდა. მათ შორის ერთი ადამიანი გერმანიიდან, რომელიც კუნძულის მოსახლეობასთან ურთიერთობდა და სამი დღის შემდეგ კორონავირუსი დაუდასტურდა.

 

ჯილიოზე მცხოვრები 800 ადამიანიდან ტესტის ჩატარებას 723 ადამიანი დათანხმდა. ანტისხეულები მხოლოდ ერთ ადამიანს აღმოაჩნდა. მეცნიერები გეგმავენ, ჩაატარონ კვლევა და დაადგინონ, რატომ არ ინფიცირდებიან კუნძულის მცხოვრებლები COVID-19-ით.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი