ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ჟოაუ ოტავიუ დე ნორონიას კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას ამის შესახებ სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს სიმპტომები არ აქვს და მუშაობას სახლიდან განაგრძობს.
აღსანიშნავია, რომ ბრაზილიის უზენაესი სასამართლო კორონავირუსის გავრცელების გამო მაისიდან დისტანციურ რეჟიმში მუშაობს.