logo_geo
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: მაიკ პომპეომ მაღალი შეფასება მისცა საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას
- +

28 ივლისი. 2020. 02:31

 

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს შორის სატელეფონო საუბარს ეხმაურება.

 

სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო დღეს საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას ესაუბრა. მხარეებმა განიხილეს აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობის მნიშვნელობა და ჩვენი მჭიდრო კოორდინაცია COVID-19-ის პანდემიის საპასუხოდ“, - ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

 

უწყებაში აღნიშნავენ, რომ სატელეფონო საუბრისას სახელმწიფო მდივანმა ასევე ხაზი გაუსვა ოქტომბერში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ თანაბარი პირობები დემოკრატიული არჩევნების განუყოფელი ნაწილია.

 

მაიკ პომპეომ მაღალი შეფასება მისცა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას, რომელიც ნაწილობრივ პროპორციულ საარჩევნო სისტემას ადგენს და ხაზი გაუსვა საარჩევნო რეფორმების განხორციელების მნიშვნელობას. სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ძალისხმევა საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად უნდა გაგრძელდეს, როგორც უცხოური ინვესტიციების მოზიდვის აუცილებელი ნაბიჯი და აღნიშნა, საქართველოს სასამართლო და საარჩევნო პროცესების პოლიტიზაცია არ უნდა მოხდეს“, - აღნიშნეს სახელმწიფო დეპარტამენტში.

 

სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და დაეთანხმა პრემიერ-მინისტრ გახარიას, რომ რუსეთმა უნდა შეაჩეროს დესტრუქციული მოქმედებები და შეასრულოს ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში.

 

 

big_banner
არქივი