logo_geo
მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 650 000-ს გადააჭარბა
- +

28 ივლისი. 2020. 12:52

 

 

 

მსოფლიოში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 650 000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს.

 

ვირუსს მთელ მსოფლიოში, საერთო ჯამში, 650 029 ადამიანი ემსხვერპლა.

 

როგორც „გარდიანი“ იუწყება, COVID-19 კვლავ სწრაფად ვრცელდება აზიაში, ევროპასა და ამერიკაში. ამის გამო რიგმა სახელმწიფოებმა შეზღუდვები ხელახლა დააწესეს.

ბოლო 24 საათში ვირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა მოიმატა ავსტრალიაში. ჰონგ-კონგში 140-ზე მეტი ახალი ინფიცირებულია. ესპანეთში ვირუსის შემთხვევათა რიცხვი გასამმაგდა.

 

გარდაცვლილთა და ინფიცირებულთა რაოდენობით პირველ ადგილზე კვლავ ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც ახალ კორონავირუსს 147 143 ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი