logo_geo
ავსტრალიაში ტყის ხანძრების შედეგად 3 მილიარდამდე ცხოველი დაიხოცა ან დაშავდა
- +

28 ივლისი. 2020. 14:18

 

 

მეცნიერების ცნობით, ავსტრალიაში ტყის ხანძრების შედეგად დაახლოებით 3 მილიარდი ცხოველი დაიხოცა ან დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, კვლევა ბუნების მსოფლიო ფონდმა (WWF) ჩაატარა. მეცნიერებმა 11.46 მილიონი ჰექტარის ფართობის ტერიტორია შეისწავლეს, სადაც ხანძრები სექტემბრიდან თებერვლის ჩათვლით მძვინვარებდა.

 

მათ მიერ გამოქვეყნებული მონაცემები ხანძრებამდე ტერიტორიის პოპულაციების შესახებ არსებულ ინფორმაციას ეყრდნობა. ანგარიში არ შეიცავს ინფორმაციას თევზებსა და კუებზე.

 

ავსტრალიის მთავრობამ ველური ბუნების აღსადგენად უკვე გამოყო $35 მილიონი, თუმცა გარემოს დამცველები მთავრობას კონსერვაციის კანონის გაძლიერებისკენ მოუწოდებენ.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი