logo_geo
აზერბაიჯანში კორონავირუსის 412 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

28 ივლისი. 2020. 19:42

 

 

ბოლო 24 საათის განმავლობაში აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 412 შემთხვევა გამოვლინდა, 7 პაციენტი კი ვირუსს ემსხვერპლა.

 

ქვეყანაში კოვიდინფიცირების 30 858 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 430 ადამიანი, 23 873-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.

 

აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს დადასტურდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი