ბოლო 24 საათის განმავლობაში აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 412 შემთხვევა გამოვლინდა, 7 პაციენტი კი ვირუსს ემსხვერპლა.
ქვეყანაში კოვიდინფიცირების 30 858 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაიცვალა 430 ადამიანი, 23 873-მა კი ვირუსის დამარცხება შეძლო.
აზერბაიჯანში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 28 თებერვალს დადასტურდა.