logo_geo
ჯანმო-ს ცნობით, ევროპაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატება ახალგაზრდებს უკავშირდება
- +

29 ივლისი. 2020. 15:37

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორის, ექიმ ჰანს კლუგეს განცხადებით, ევროპაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების მატება ძირითადად ახალგაზრდებს უკავშირდება.

 

„BBC“-სტან საუბრისას, კლუგემ აღნიშნა, რომ აუცილებელია მთავრობებსა და ახალგაზრდებს შორის პანდემიასთან დაკავშირებით უფრო ეფექტური კომუნიკაცია შედგეს.

 

„ადგილობრივი კერები და „კოვიდ-19“-ის მზარდი შემთხვევები უფრო და უფრო მეტ ქვეყანაში ფიქსირდება. ვიცით, რომ ეს ადამიანთა ქცევაში ცვლილებების შედეგია. ჩვენ რამდენიმე ჯანდაცვის უწყებიდან მივიღეთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახლად ინფიცირებულების დიდი ნაწილი ახალგაზრდები არიან. მათ საკუთარი თავის, თავის მშობლების, ბებიებისა და ბაბუების, ასევე საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა აკისრიათ. ჩვენ ახლა უკვე ვიცით, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ და ეს ცოდნა უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა კლუგემ.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი