logo_geo
უკრაინაში მამაკაცი კორონავირუსით მესამეჯერ დაინფიცირდა
- +

30 ივლისი. 2020. 01:02

 

 

უკრაინაში, ტერნოპოლის ოლქში მამაკაცი კორონავირუსით მესამეჯერ დაინფიცირდა. ამის შესახებ ტერნოპოლის ოლქის ჯანდაცვის სამმართველოს ხელმძღვანელმა, ვლადიმერ ბოგაიჩუკმა განაცხადა.

 

არის პაციენტი, რომელიც მესამეჯერ დაინფიცირდა. უნდა გვესმოდეს, რომ დაავადების გადატანის შემდეგაც არსებობს განმეორებითი ინფიცირების რისკი“, - აღნიშნა ვლადიმერ ბოგაიჩუკმა.

 

ბოლო მონაცემებით, ეპიდემიის გავრცელების დაწყებიდან დღემდე უკრაინაში კორონავირუსის 67 597 შემთხვევა დადასტურდა, 37 394 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 650 ადამიანი კი გარდაიცვალა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი