logo_geo
აშშ-ში კორონავირუსის 67 619 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 1 233 ადამიანი გარდაიცვალა
- +

31 ივლისი. 2020. 10:57

 

 

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 67 619 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4 494 601-მდე გაიზარდა, - აღნიშნულ ინფორმაციას CNN ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ამავე მონაცემების თანახმად, აშშ-ში COVID-19-ს კიდევ 1 233 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 152 055-ს მიაღწია.

 

ცნობისათვის - როგორც კოვიდ-ინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზეა მსოფლიოში.

 

 

big_banner
არქივი