აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 67 619 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4 494 601-მდე გაიზარდა, - აღნიშნულ ინფორმაციას CNN ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამავე მონაცემების თანახმად, აშშ-ში COVID-19-ს კიდევ 1 233 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 152 055-ს მიაღწია.
ცნობისათვის - როგორც კოვიდ-ინფიცირებულების, ასევე ვირუსით დაღუპულთა რაოდენობით აშშ პირველ ადგილზეა მსოფლიოში.