logo_geo
რუსეთში კორონავირუსის 5 462 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
- +

1 აგვისტო. 2020. 13:15

 

 

რუსეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 5 462 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 845 443-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია კორონავირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

მათივე განცხადებით, კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 95 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 14 058 -ს მიაღწია. ოფიციალური სტატისტიკით, რუსეთში COVID-19-სგან 646 524 პაციენტი განიკურნა, აქედან 8 114 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში.

 

ცნობისთვის, კოვიდინფიცირებულების რაოდენობით რუსეთი მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ს, ბრაზილიისა და ინდოეთის შემდეგ.

 

 

 

big_banner
არქივი