logo_geo
იაპონიის ოკინავას პრეფექტურაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
- +

1 აგვისტო. 2020. 19:17

 

 

 

იაპონიის ოკინავას პრეფექტურაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

 

რეგიონულმა ხელმძღვანელობამ აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსული ინფექციის ზრდის გამო მიიღო.

 

პრეფექტურის ხელმძღვანელმა, დენი ტამაკიმ მოსახლეობას მომდევნო ორი კვირის განმავლობაში სახლში დარჩენისკენ მოუწოდა, რადგან საავადმყოფოები უკვე გადატვირთულია.

 

„სახეზეა ინფექციის დრამატული ზრდა და ჯანდაცვის სისტემის ჩამოშლა ნებისმიერ ფასად უნდა იყოს თავიდან აცილებული“, – განაცხადა ტამაკიმ.

 

ოკინავაზე ინფიცირებულების ნახევარზე მეტი აშშ-ის სამხედროები არიან, რომელთა ბაზა კუნძულზეა განთავსებული.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი