logo_geo
პანდემიის დაწყების შემდეგ, აშშ-ში კორონავირუსი 14 კონგრესმენს დაუდასტურდა
- +

2 აგვისტო. 2020. 10:48

 

 

პანდემიის დაწყების შემდეგ, აშშ-ში კორონავირუსი 14 კონგრესმენს დაუდასტურდა. ინფორმაციას „გარდიანი“ ავრცელებს. ერთ-ერთი ბოლო, ვისაც „კოვიდ-19“-ის დიაგნოზი დაუსვეს, წარმომადგენლთა პალატის წევრი რაულ გრიჯალვა იყო.

 

გრიჯალვა არიზონას შტატს წარმოადგენს და „დემოკრატიული პარტიის“ წევრია. ის ამჟამად თვითიზოლაციაშია და თავს კარგად გრძნობს.

 

„ტვიტერით“ გამოქვეყნებულ განცხადებაში „დემოკრატმა“ კანონმდებელმა მოუწოდა „რესპუბლიკელ“ კოლეგებს, პირბადე ატარონ, რათა ვირუსის გავრცელება შეწყდეს.

 

ამჟამად ვირუსით ასევე ინფიცირებულია 66 წლის „რესპუბლიკელი“ კანონმდებელი ლუი გომერთი.

 

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ვირუსი ასევე დაუდასტურდა ვირჯინიის შტატის „რესპუბლიკელ“ კონგრესმენ მორგან გრიფიტს, სამხრეთ კაროლინის წარმომადგენელ ტომ რაისს, „დემოკრატ“ ბენ მაკადამსს. ასევე, ნადია ველასკესს, სეთ მოულტონს, მარიო დიას-ბალარტს და „რესპუბლიკელ“ სენატორ რენდ პოლს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი