logo_geo
მედიის ინფორმაციით, ამაზონის ტყეებში ხანძრის აქტიური კერების რაოდენობა გაიზარდა
- +

2 აგვისტო. 2020. 13:17

 

 

ამაზონის ტყეებში ხანძრის აქტიური კერების რაოდენობა გაიზარდა.

 

„bbc“ ინფორმაციით, ივლისის თვეში ტროპიკულ ტყეებში ცეცხლის კერების რიცხვმა 6803-ს მიაღწია, რაც გასული თვეების მონაცემებთან შედარებით, 28 პროცენტით მეტია.

 

მეცნიერების ნაწილი შიშობს, რომ ამაზონის ტყეებში შესაძლოა ვითარება გართულდეს და შარშანდელი კრიზისი განმეორდეს.

 

შეგახსენებთ, თავდაპირველად, ბრაზილიის პრეზიდენტმა ჟაირ ბოლსონარუმ სასოფლო სამეურნეო სამუშაოების დროს ხანძრის განზრახ გაჩენის პრაქტიკა წაახალისა, თუმცა საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, ივლისის დასაწყისში ცეცხლის გაჩენა რეგიონში აკრძალეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი