logo_geo
ინდოეთში კუსტარულად დამზადებული ალკოჰოლური სასმელით 86 ადამიანი გარდაიცვალა
- +

2 აგვისტო. 2020. 15:28

 

 

ინდოეთში კუსტარულად დამზადებული ალკოჰოლური სასმელით 86 ადამიანი გარდაიცვალა. „bbc“ ინფორმაციით, შემთხვევა პანჯაბის რეგიონში მოხდა.

 

პოლიციის მიერ ჩატარებული რეიდების შედეგად ამოღებულია ფალსიფიცირებული და სანიტარული ნორმების დარღვევით დამზადებული ლიქიორი.

 

პოლიციამ აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით 25 ადამიანი დააკავა.

 

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ლიქიორს კუსტარულად ამზადებდნენ და სხვადასხვა კაფეში შეჰქონდათ.

 

პანჯაბის რეგიონის გუბერნატორმა მომხდარის დეტალური გამოძიება მოითხოვა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი