აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, ხანძრის გამო 7 800 ადამიანის ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო, - ამის შესახებ CNN-ი წერს.
ხანძარი 4.9 ჰექტარზეა გავრცელებული.
ყველა ევაკუირებულს კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული პროტოკოლის დამორჩილება მოუწევს. მათ შორისაა თერმოსკრინინგი, პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია.
ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციაში 300-ზე მეტი მეხანძრეა ჩართული. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი.