logo_geo
ფლორიდას ტროპიკული შტორმი „ისიასი“ უახლოვდება
- +

2 აგვისტო. 2020. 18:31

 

 

აშშ-ის შტატ ფლორიდას ტროპიკული შტორმი „ისიასი“ უახლოვდება. „ბიბისის“ ცნობით, სტიქია აშშ-ის სანაპიროს დღეს დაატყდება თავს.

 

ქარის სიჩქარე ეპიცენტრში 110 კმ. სთ-ს აღწევს. შტორმის გამო მოქალაქეების ნაწილის ევაკუაცია უკვე დაწყებულია.

 

ხელისუფლება ცდილობს, დროებით თავშესაფრები სოციალური დისტანციის წესების დაცვით გახსნას. შეგახსენებთ, რომ ფლორიდა კორონავირუსის შედეგად მძიმედ დაზარალდა. შტატში აღრიცხულია ვირუსის 480 000 შემთხვევა.

 

ფლორიდის გუბერნატორმა მოქალაქეებს ელექტრომომარაგებაში მოსალოდნელი პრობლემების შესახებ გააფრთხილა და მოუწოდა, საკვები მოიმარაგონ.

 

შტორმმა „ისიასმა“ უვე გადაუარა დომინიკის რესპუბლიკას და პუერტო რიკოს, სადაც წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. დაიღუპა ორი ადამიანი.

 

 

big_banner
არქივი