logo_geo
უკრაინაში საქართველოდან ჩასულებს COVID-19-ის ტესტის შედეგის წარდგენა ან თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ
- +

3 აგვისტო. 2020. 02:29

 

 

1-ლი აგვისტოდან უკრაინაში „მწვანე“ და „წითელი“ ზონის ქვეყნების ახალი კლასიფიკაცია ამოქმედდა, რომელიც სახელმწიფოში ჩასვლისას თვითიზოლაციის ან კორონავირუსზე ტესტის ჩაბარების აუცილებლობას განმარტავს.

 

ადგილობრივი მედიის ცნობით, „წითელ ზონაში“ ის ქვეყნები მოხვდა, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, ყოველ 100 ათას მოსახლეზე COVID-19-ის შემთხვევების რაოდენობა უკრაინაში დაფიქსირებულ ანალოგიურ მაჩვენებელს აჭარბებს. ასევე სახელმწიფოები, სადაც კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა ბოლო 2 კვირაში 30%-ით გაიზარდა.

 

31 ივლისის მონაცემებით, „წითელ ზონაში“ 127 ქვეყანა მოხვდა, მათ შორის საქართველოც. ამ სახელმწიფოებიდან უკრაინაში ჩასულებს კორონავირუსის ტესტის შედეგის წარდგენა ან 14-დღიანი თვითიოზალაცია მოუწევთ.

 

ჯანდაცვის სამინისტრო „წითელი“ და „მწვანე“ ზონების ქვეყნების სიას კვირაში ერთხელ განაახლებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი