logo_geo
კიევში სპეცდანიშნულების რაზმმა დააკავა მამაკაცი, რომელიც „უნივერსალ ბანკის“ აფეთქებით იმუქრებოდა
- +

3 აგვისტო. 2020. 16:27

 

 

თავდამსხმელი, რომელიც კიევში „უნივერსალ ბანკის“ აფეთქებით იმუქრებოდა, სპეცდანიშნულების რაზმმა დააკავა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაკავებული 35 წლამდე ასაკის უზბეკეთის მოქალაქე სუჰრო კარიმოვია.

 

თვითმხილველთა განცხადებით, შენობაში შესვლის შემდეგ, მამაკაცმა ბანკის თანამშრომლებს აცნობა, რომ ზურგჩანთაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ჰქონდა და სამართალდამცველების გამოძახება მოსთხოვა. ადგილზე მობილიზებულმა სპეცდანიშნულების რაზმმა მასთან მოლაპარაკების წარმოება დაიწყო, რის შემდეგ ის აიყვანეს.

 

თავდამსხმელი მედიის წარმომადგენლებთან ინტერვიუს ჩაწერას მოითხოვდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი