logo_geo
ისრაელის თავდაცვითი ძალები: ახლა ლიბანთან კონფლიქტის გვერდზე გადადების დროა
- +

5 აგვისტო. 2020. 02:13

 

 

ისრაელის თავდაცვით ძალებში აცხადებენ, რომ ბეირუთში მომხდარი აფეთქების შემდეგ ისრაელის სახელმწიფომ ლიბანს ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარება შესთავაზა.

 

„ისრაელი წინადადებით გამოვიდა, უსაფრთხოებისა და საერთაშორისო არხების გამოყენებით ლიბანში ჰუმანიტარული და სამედიცინო დახმარება გავაგზავნოთ. ახლა კონფლიქტის გვერდზე გადადების დროა“, - ნათქვამია ისრაელის თავდაცვითი ძალების განცხადებაში.

 

ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილთა რიცხვი 50-მდე, ხოლო დაშავებულთა 2 750-მდე გაიზარდა.

 

ბეირუთში მომხდარი აფეთქებების გამო, ლიბანის პრემიერ-მინისტრმა, ჰასან დიაბმა 5 აგვისტო ქვეყანაში გლოვის დღედ გამოაცხადა.

 

ლიბანის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ პორტში ამონიუმის ნიტრატი ინახებოდა, რაც აფეთქების მიზეზი გახდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი