logo_geo
„Reuters“: მსოფლიოში კორონავირუსით ყოველ 15 წამში, საშუალოდ, 1 ადამიანი იღუპება
- +

5 აგვისტო. 2020. 11:19

 

 

ბოლო 2 კვირის მონაცემების თანახმად, მსოფლიოში კორონავირუსით ყოველ 24 საათში, საშუალოდ, 5 900 ადამიანი იღუპება, რაც ყოველ ერთ საათში 247, ან ყოველ 15 წამში 1 ადამიანის გარდაცვალებას ნიშნავს,- ამის შესახებ ინფორმაციას „Reuters“ საკუთარ გათვლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

სააგენტოს ცნობით, მსოფლიოში „კოვიდ-19“-ით დაღუპულთა რიცხვმა 700 000-ს გადააჭარბა.

 

ფატალური შემთხვევების რაოდენობით პირველ ადგილზე შეერთებული შტატები დგას, შემდეგ მოდიან ბრაზილია, ინდოეთი და მექსიკა.

 

„Reuters“ წერს, რომ აშშ და ლათინური ამერიკის ქვეყნები ვირუსის გავრცელების ახალ ეპიცენტრებად იქცნენ. ბოლო პერიოდში ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა ფიქსირდება ავსტრალიაში, იაპონიაში, ჰონგ-კონგში, ბოლივიაში, სუდანში, ეთიოპიაში, ბულგარეთში, ბელგიაში, უზბეკეთსა და ისრაელში.

 

„ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ კორონავირუსთან ბრძოლის დასასრული ჯერ კიდევ შორსაა“, - წერს „Reuters“.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი