logo_geo
რომის პაპი ლიბანის მასშტაბურ აფეთქებაზე: მოდით, ვილოცოთ მსხვერპლთათვის და მათი ოჯახებისთვის
- +

5 აგვისტო. 2020. 18:43

 

რომის პაპი ფრანცისკე საერთაშორისო საზოგადოებას ლიბანისა და მასშტაბური აფეთქების დროს დაზარალებული მოსახლეობისთვის ლოცვისკენ მოუწოდებს.

 

„მოდით, ვილოცოთ მსხვერპლთათვის და მათი ოჯახებისთვის,  რომ ის მთელი მისი სოციალური, პოლიტიკური და რელიგიური სფეროების რესურსების მობილიზების წყალობით, მედგრად დახვდეს უკიდურესად ტრაგიკულ და მტკივნეულ მომენტს და საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით გადალახოს მის წინაშე არსებული მწვავე კრიზისი“, - განაცხადა რომის პაპმა.

 

შეგახსენებთ, ბეირუთში გუშინ მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 100-მდე, ხოლო დაშავებულთა რიცხვი 4 000-მდე გაიზარდა.

 

 

big_banner
არქივი