logo_geo
დონალდ ტრამპი: სკოლები უნდა გაიხსნას
- +

6 აგვისტო. 2020. 03:05

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სკოლებში სასწავლო პროცესი უნდა აღდგეს.

 

ჩემი აზრით, სკოლები უნდა გაიხსნას. ვირუსი გაქრება. ამიტომაც, სკოლები უნდა გაიხსნას“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა გადაცემა Fox & Friends-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ბავშვებს ვირუსის წინააღმდეგ იმუნიტეტი აქვთ.

 

ვირუსს ბავშვებზე გავლენა არ აქვს. ზოგიერთმა ექიმმა განაცხადა, რომ მათ იმუნიტეტი აქვთ“, - დასძინა მან.

 

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე აშშ-ში კორონავირუსის 4 785 528 შემთხვევა დადასტურდა, 157 186 ადამიანი კი გარდაიცვალა, ხოლო 1 528 979 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი