logo_geo
ჯანმოს დირექტორი: ვიმედოვნებ, რომ აშშ ჯანმოდან გასვლის გადაწყვეტილებას გადახედავს
- +

7 აგვისტო. 2020. 02:12

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ ჯანმოდან გასვლის გადაწყვეტილებას გადახედავს.

 

„ახლა დროა ერთად ვიმუშაოთ. ახლა დროა ყურადღება ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაზე გავამახვილოთ. იმედი მაქვს, რომ აშშ გადახედავს თავის პოზიციას. როდესაც აშშ-მა ორგანიზაციიდან გასვლა გადაწყვიტა, პრობლემა ფინანსურ სხაკითხს არ ეხება. სინამდვილეში ეს აშშ-სთან ურთიერთობის საკითხია, რაც უფრო მნიშვნელოვანია. ამ საშიშ მტერს დაყოფილ მსოფლიოში ვერ დავამარცხებთ. ჩვენ გვჭირდება ერთიანი მსოფლიო“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა.

 

მისი თქმით, ჯანმოსა და აშშ-ს შორის ჯერ კიდევ არის კომუნიკაცია და რომ ისინი ერთად მუშაობენ, თუმცა იგი იმედოვნებს, რომ ურთიერთობა ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება და უფრო ძლიერი ურთიერთობა იქნება, ვიდრე ოდესმე ყოფილა.

 

7 ივლისს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კონგრესს ოფიციალურად შეატყობინა, რომ ქვეყანა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ტოვებს.

 

29 მაისს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ წყვეტს ურთიერთობებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და თანხებს ჯანდაცვის სფეროში ჩართულ სხვა ორგანიზაციებს გადაუნაწილებს. 15 აპრილს აშშ-მა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება შეაჩერა. დონალდ ტრამპის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის საფრთხის შესახებ დროული და სათანადო ინფორმაცია არ გაავრცელა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი