logo_geo
დონალდ ტრამპი: მსოფლიოს ისტორიაში უძლიერესი ეკონომიკა შევქმენით, შემდეგ ჩინეთმა ეს ჭირი გამოუშვა - ამას არასდროს დავივიწყებთ
- +

7 აგვისტო. 2020. 02:43

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების წყარო ჩინეთი იყო. ამის შესახებ მან ოჰაიოს შტატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

„მსოფლიოს ისტორიაში უძლიერესი ეკონომიკა შევქმენით. შემდეგ ჩინეთმა ეს ჭირი გამოუშვა. გამოუშვა არაკომპეტენტურობის ან სხვა მიზეზის გამო. ეს ჭირი აშშ-ს, ევროპას და უამრავ სხვა სახელმწიფოში შეიჭრა. ამას არასდროს დავივიწყებთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

თავის გამოსვლებში დონალდ ტრამპი ხშირად აკისრებს პასუხისმგებლობას ჩინეთს კორონავირუსის პანდემიის დაწყებისთვის. თეთრი სახლი ოფიციალურ პეკინს ვირუსის წარმოშობისა და ინფექციის გავრცელების მასშტაბების შესახებ ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი