logo_geo
ბილ გეიტსი მსოფლიოს აფრთხილებს კატასტროფაზე, რომელიც „კორონავირუსზე უარესია“
- +

7 აგვისტო. 2020. 22:55

 

 

 

Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსი ეკოლოგიურ კატასტროფას პროგნოზირებს, რომლის შედეგებიც კორონავირუსის პანდემიის შედეგებს ბევრად გადააჭარბებს.

 

ის აცხადებს, რომ უახლოეს ათწლეულებში პლანეტა გლობალური კრიზისის პირისპირ აღმოჩნდება, რასაც კლიმატის ცვლილება გამოიწვევს.

 

„რაც უნდა საშინელი იყოს პანდემია, კლიმატის ცვლილება კიდევ უფრო უარესი იქნება“ – წერს მილიარდერი საკუთარ ბლოგზე.

 

გეიტსი მიიჩნევს, რომ ამ კრიზისის თავიდან ასაცილებლად მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს სითბური გაზების გამოფრქვევა ატმოსფეროში.

 

მან ერთმანეთს პანდემიის და კლიმატის ცვლილების კრიზისის შედეგებიც შეადარა ერთმანეთს. ვირუსის ლეტალობამ 100 ათას ადამიანზე საშუალოდ 14 ადამიანი შეადგინა. ბიზნმესმენის მტკიცებით ასეთივე შედეგი მოჰყვება დედამიწაზე ტემპერატურის აწევას უახლოეს 40 წელიწადში, 2100 წლისთვის კი ეს მაჩვენებელი 5-ჯერ გაიზრდება.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი