logo_geo
პოლონეთში პოლიციამ ლგბტ აქციის შემდეგ 48 ადამიანი დააკავა
- +

8 აგვისტო. 2020. 15:03

 

 

პოლონეთში პოლიციამ ლგბტ აქციის შემდეგ 48 ადამიანი დააკავა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

 

პოლიციამ აქციის მონაწილეების დაკავება მას შემდეგ დაიწყო, რაც დემონსტრანტების ნაწილმა სამართალდამცველებს ლგბტ აქტივისტების დაკავებაში წინააღმდეგობა გაუწია.

 

გავრცელებული ინფორმაციით, აქტივისტები მონუმენტებზე ლგბტ დროშების დაკიდებას ცდილობდნენ, ასევე მათ აბორტის წინააღმდეგ მოძრაობის წევრების ავტომობილი დააზიანეს.

 

ანტიჰომოფობიური მოძრაობა „Stop Bzdurom“-ის წევრები აცხადებენ, რომ სხვადასხვა მონუმენტებზე, მათ შორის ქრისტეს მონუმენტზეც, ლგბტ დროშები, ამ თემის ადამიანების უფლებებისთვის ბრძოლის ფარგლებში დაკიდეს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი