logo_geo
ბალიზე, 10 000-ზე მეტი პატარა კუ ზღვაში გაუშვეს
- +

9 აგვისტო. 2020. 01:52

 

 

ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე 10 000-ზე მეტი პატარა კუ ზღვაში გაუშვეს, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

 

ეს ქმედება გადაშენების პირას მყოფი სახეობების პოპულაციის გაზრდას ემსახურება.

 

ბუნების დამცველთა ჯგუფის წევრებმა პარასკევს გიანიარის სანაპიროსთან ყუთები მიიტანეს, სადაც ათობით კუ იყო მოთავსებული და ისინი მოუწოდებდნენ ადგილობრივ მოსახლეობასა და მოხალისეებს, რომ აქციაში მონაწილეობა მიეღოთ და პატარა კუები ზღვაში გაეშვათ.

 

აღსანიშნავია, რომ კუების სიგრძე მხოლოდ რამდენიმე სანტიმეტრს უტოლდებოდა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი