logo_geo
მექსიკაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 480 ათასს გადააჭარბა
- +

10 აგვისტო. 2020. 11:29

 

 

მექსიკაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობამ 480 ათასს გადააჭარბა. მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი ქვეყანაში 4 376 ადამიანს დაუდასტურდა, სულ რეგისტრირებულია კორონავირუსის 480 278 შემთხვევა.

 

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით მექსიკაში 292 ადამიანი გარდაიცვალა. სულ ვირუსს ქვეყანაში 52 298 ინფიცირებული ემსხვერპლა.

 

კვირას მექსიკის პრეზიდენტმა ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორმა პანდემიის მსხვერპლთა ხსოვნას პრეზიდენტის სასახლეში წუთიერი დუმილით მიაგო პატივი. მან ასევე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესების გაგრძელების პირობა დადო.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი