logo_geo
ბეირუთის პორტში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა
- +

10 აგვისტო. 2020. 15:50

 

 

ბეირუთის პორტში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა. ამის შესახებ განცხადება ბეირუთის გუბერნატორმა, მარვან აბუდიმ გააკეთა.

 

მისივე თქმით, ათობით ადამიანი ისევ დაკარგულად ითვლება. ამასთან,  როგორც „ბიბისი“ წერს, ლიბანის არმიამ აფეთქების ეპიცენტრში მიმდინარე სამძებრო ოპერაცია დასრულებულად გამოაცხადა.

 

ბეირუთში აფეთქების შემდეგ ზედიზედ მეორე დღეა საპროტესტო აქციები არ წყდება. დემონსტრაციებზე მოხდა შეტაკებებიც.

 

აქციის მონაწილეები აფეთქებაზე მთავრობის რეაგირების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

 

აფეთქება ბეირუთში 4 აგვიტოს მოხდა. გამოძიების ცნობით, აფეთქდა პორტში დასაწყობებული ამონიუმის გვარჯილა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი