logo_geo
რთული ეპიდსიტუაცია სომხეთში – 160 ახალი ინფიცირებული და 13 გარდაცვლილი ერთ დღეში
- +

11 აგვისტო. 2020. 11:52

 

 

სომხეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 160 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 13 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

 

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის შვიდი Covid-19-ით დაიღუპა, ხოლო ექვსი ინფიცირებულის გარდაცვალების მიზეზი კორონავირუსის თანმხლები დაავადებები გახდა.

 

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსისგან განკურნებულთა რაოდენობა სომხეთში 541-ით გაიზარდა და ჯამში 33 157 შეადგინა.

 

სომხეთში კორონავირუსის შემთხვევებმა უკვე 40 ათასს გადააჭარბა, სულ გარდაცვლილია 1037 პაციენტი.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი