უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში COVID-19-ით დაინფიცირდა 1 158, გარდაიცვალა 29, ხოლო გამოჯანმრთელდა 575 ადამიანი. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, უკრაინაში კორონავირუსის 83 115 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის 1 951 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 44 934 გამოჯანმრთელდა.