logo_geo
ჯანმო: სტომატოლოგთან ვიზიტები ვირუსის გადაცემის შემცირებამდე უნდა გადაიდოს
- +

12 აგვისტო. 2020. 02:17

 

 

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას იძლევა, რომ სტომატოლოგთან ვიზიტები უნდა გადაიდოს მანამ, სანამ COVID-19 კონტროლს არ დაექვემდებარება.

 

„პირის ღრუს შემოწმება, კბილის წმენდა და სხვა პრევენციული მკურნალობა უნდა გადაიდოს მანამ, სანამ არ მოხდება ვირუსის გადაცემის შემცირება, რადგან სტომატოლოგები პაციენტებთან სიახლოვეში მუშაობენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. შესაბამისად, ისინი SARS-CoV-2-ით დაინფიცირების ან პაციენტებისთვის ვირუსის გადადების მაღალი რისკის ქვეშ არიან“, - ნათქვამია ჯანმოს რეკომენდაციაში.

 

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ გამონაკლისი გადაუდებელ შემთხვევებში უნდა გაკეთდეს, ხოლო პერსონალი სამედიცინო პირბადეს მუდმივად უნდა ატარებდეს.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი