ნიდერლანდებში პოლიციამ ქვეყანაში კოკაინის უმსხვილესი ლაბორატორიის საქმიანობა აღკვეთა.
პოლიციის ინფორმაციით, ლაბორატორია ქალაქ ნიევეენში, ყოფილ საცხენოსნო სკოლაში იყო განთავსებული. პოლიციამ ლაბორატორიაში ათობით ათასი ლიტრი ქიმიკატი და 100 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინა.
ლაბორატორიას დღეში 200 კილოგრამამდე კოკაინის წარმოების შესაძლებლობა ჰქონდა. სპეცოპერაციის ფარგლებში სამართალდამცველებმა 17 პირი დააკავეს.