logo_geo
ენტონი ფაუჩი: სერიოზულად მეეჭვება, რომ რუსებმა თავისი ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დაამტკიცეს
- +

12 აგვისტო. 2020. 13:52

 

 

აშშ-ის მთავარი ინფექციონისტის, ენტონი ფაუჩის განცხადებით, სერიოზული ეჭვები აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა თავისი ვაქცინის უსაფრთხოება და ეფექტიანობა დაამტკიცა. ამის შესახებ ფაუჩიმ „ნეიშენალ ჯეოგრაფიკის“ მიერ ორგანიზებული ონლაინ-დისკუსიის დროს განაცხადა.

 

„ვიმედოვნებ, რუსებმა ნამდვილად, საბოლოოდ დაამტკიცეს, რომ ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტიანია. მე სერიოზულად მეეჭვება, რომ მათ ეს გააკეთეს“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

 

ამერიკელი ინფექციონისტის თქმით, ვაქცინის ქონა და ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის დამტკიცება ორი გასხვავებული რამეა.

 

„ჩვენ გვაქვს ექვსი ან მეტი ვაქცინა. თუ გვსურს, დავაზარალოთ მრავალი ადამიანი ან მივცეთ მათ ისეთი რამ, რაც არ მუშაობს, ამის გაკეთება, სურვილის შემთხვევაში, მომავალ კვირასვე შეგვიძლია. თუმცა ეს ასე არ მუშაობს“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

 

11 აგვისტოს რუსეთმა კორონავირუსის საწინააღმდეგი ვაქცინის რეგისტრაციის შესახებ განაცხადა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი